You are here
შატბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ალიანსმა” პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინოს(ვიდეო) მთავარი პოლიტიკა 

შატბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ “ალიანსმა” პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინოს(ვიდეო)

„მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე სოსო შატბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისმა პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგინოს.

შესაბამისი განცხადება შატბერაშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„როდესაც ყველა პარტია პრეზიდენტობის კანდიდატს დაასახელებს, თუ ჩვენთვის რომელიმე კანდიდატი მისაღები იქნება, მას დავუჭერთ მხარს და ამ ფორმით მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში. შესაძლოა, პარტიის რომელიმე წევრი ან უპარტიო კანდიდატი წამოვაყენოთ, რადგან სულაც არ ვთვლით, რომ პრეზიდენტი პარტიული უნდა იყოს. მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა ცნობილ მოღვაწეებთან”, – განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.
თუმცა, შატბერაშვილი თვლის, რომ ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება ერთიანი ოპოზიციური კანდიდატის წარდგენა იქნება.
„სახელისუფლებო კანდიდატის დამარცხების ერთადერთი გზა არსებობს, – ეს არის გაერთიანებული ოპოზიციური კანდიდატი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კოლეგებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, გაიმართოს კონსულტაცია და შევჯერდეთ ერთ ძლიერ, მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატზე“, -აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

Comments

comments

Related posts