Home » მთავარი » შატილში დახმარებას ითხოვენ, ჩარჩენილ ტურისტებს მარაგი გაუთავდათ

შატილში დახმარებას ითხოვენ, ჩარჩენილ ტურისტებს მარაგი გაუთავდათ

გაგა გოგოჭური

-“სოფელ შატილში ჩარჩნენ და ვერ ახერხებენ უკან დაბრუნებას გუშინ ჩამოსული დამთვალიერებლები. შატილში ამჟამად იმყოფებიან უკრაინელები, ქართველები, ებრაელების დიდი ჯგუფი და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისრები.

ტრაქტორები მუშაობენ დათვის ჯვრის უღელტეხილზე. სოფ . შატილის დამაკავშირებელი გზა სავარაუდოდ გაიხსნება ხვალ საღამომდე ან ზეგ ზუსტ პასუხს ვერ გვისახელებენ. დამსვენებლებს ამოეწურათ საკვებისა და ფულის მარაგი. ღვთის წყალობით შატილივნები უმასპინძლდებიან და მცირედით აპურებენ. აძლევენ თბილ ტანსაცმელს. ასევე 12-15 კაცამდე ადამიანი თავისი ძალებით ცდილობენ ნიჩბების საშვალებით გაწმინდონ გზა.

სოფელ გიორგიწმინდაშიც აღარ გვაქვს ხიდი წაღებულია გზები და ვერ ვუკავშირდებით მთავარ გზას. ძნელად იჭერს მობილური და უნალექობის გამო მუშაობა უჭირს მზის ბატარეებსაც, რის შედეგადაც არ მოგვეწოდება ელ. ენერგია. სოფელი დარჩენილია სასმელი წყლის გარეშე”

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...