Home » მთავარი » შევთხოვოთ მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება საქართველოსთვის!

შევთხოვოთ მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება საქართველოსთვის!

19 სექტემბერს აღინიშნება ხსენება საკვირველებისა, რომელიც მთავარანგელოზი მიქაელის მიერ
აღსრულდა ხონაში.
   ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა.
   ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთ-მსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.
მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა „ხონად”, რაც „ღრმულს” ნიშნავს.

  ვულოცავთ სრულიად საქართველოს ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! 

წყარო: “ხარება”

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ე.წ. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახალი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია 23 აპრილს გაიმართება. საგანგებო მდგომარეობისა და მსოფლიო ...