Home » მთავარი » ” შევქმნათ სახალხო ხელისუფლება – “თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”

” შევქმნათ სახალხო ხელისუფლება – “თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად!”

“პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ლაშა სტურუა მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის სახელით განცხადებას ავრცელებს:

“როგორც იცით ა/წ ოქტომბერში დაგეგმილია ადგილობრივი თვითმმართველობის (საკრებულოების,მერებისა და გამგებლების) არჩევნები… ამ არჩევნებისთვის ჩვენი პარტია – “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა”  სერიოზულად ემზადება.

” პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობა” – საქართველოს მასშტაბით იწყებს საარჩევნო სიების ფორმირებას, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის, რაიონების გამგებლობისა და თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატთა შერჩევას… კანდიდატები შერჩეულ და დასახელებულ იქნებიან თქვენგან, დიახ სწორედ თქვენგან და არა უკვე გაცვეთილი,ყელში ამოსული და არაფრისმაქნისი პოლიტიკოსებისგან...

გთხოვთ ნუ იფიქრებთ,რომ ეს თქვენი საქმე არაა,რომ თქვენ ამას ვერ შეძლებთ და ა.შ.

ნუ იფიქრებთ, რომ პოლიტიკური საქმიანობა ერთი მუჭა გაზულუქებული “ძლიერთა ამა ქვეყნისათა” ექსკლუზიური უფლებაა, ნუ მისცემთ მათ კიდევ შანსს,რომ უკვე მერამდენედ მოგატყუონ და შემდგომ გძარცვონ თქვენ და ჩვენი სამშობლო!

აღნიშნული სავალალო მოცემულობისა და რეალობის შეცვლა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, თუკი თავად იკისრებთ პასაუხისმგებლობას – თქვენს უბანზე,რაიონზე,სოფელსა თუ ქალაქზე და თავად აიღებთ ხელში მართვის ბერკეტებს!

“პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა: – სწორედ ამ შესაძლებლობას გთავაზობთ თითოეულ თქვენგანს და ამ საკითხებზე კონსულტაციებისა და თქვენი კანდიდატურების შერჩევის მიზნით, შაბათს 8 აპრილს 16:00 საათზე, გიწვევთ პარტიის ოფისში.

მისამართი: – ქ.თბილისი, აღმაშენებლის 154 , მე- 5 სართული.(თამარ მეფისა და აღმაშენებლის გამზირების კვეთაზე) ტელ: 5 71 77 04 08.

 შევქმნათ სახალხო ხელისუფლება – “თქვენგან, თქვენთვის, თქვენთან ერთად! – ესაა ერთადერთი შანსი არსებული რეგრესული მდგომარეობიდან ჩვენი სამშობლო პროგრესის გზაზე შევაყენოთ! თქვენი იმედითა და თქვენდამი უსაზღვრო პატივისცემით, “პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის”

Facebook Comments
x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...