Home » მთავარი » „შევხვდეთ სიმშვიდით? არ გამოვა ასე, ამიტომ ვამბობ-არავითარი მოფერება, დროა რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ!“

„შევხვდეთ სიმშვიდით? არ გამოვა ასე, ამიტომ ვამბობ-არავითარი მოფერება, დროა რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ!“

თვითაღიარებული დე-ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის  ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებას, რომ ის  გამორიცხავს ნებისმიერ ფორმატში საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას და საქარველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მთელი კავკასიის რეგიონისთვის კარგი იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია „გზა აფხაზეთისკენ“ დამფუძნებელი კახა შამათავა ეხმიანება და ამბობს, რომ დროა რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ,ხისტი მაგრამ,გონივრული,პრაგმატული პოლიტიკა გავატაროთ.

-„ამ ბატონის განცხადებებს შევხვდეთ სიმშვიდით? არ გამოვა ასე,ამიტომ ვამბობ,არავითარი მოფერება,დროა რეალურ პოლიტიკაზე გადავიდეთ,ხისტი მაგრამ,გონივრული,პრაგმატული პოლიტიკა გავატაროთ,ამისათვის,დევნილი საზოგადოების ჩართულობაა საჭირო.

ხელისუფლებამ,ყველა საქმე უნდა გადადოს გვერდზე და დაიწყოს აქტიური მოლაპარაკებები ყველა დაინტერესებულ მხარესთან,ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს ეს საკითხი,ამის შემდეგ გაირკვევა,რა გზას დავადგეთ!“

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გამოჯანმრთელებული 52 პაციენტია

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 227 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 52 მათ შორის გარდაცვლილი- 3 კარანტინის რეჟიმში – 4829 სტაციონარში ...