Home » მთავარი » შემადგენლობის დამატება მოძრაობის ინტერვალს 25 წამით ამცირებს – საბურთალოს ხაზი

შემადგენლობის დამატება მოძრაობის ინტერვალს 25 წამით ამცირებს – საბურთალოს ხაზი

საბურთალოს ხაზს მეშვიდე სამვაგონიანი შემადგენლობა დაემატა

პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის გამო, თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მგზავრთა ნაკადი გაიზარდა. ამ დრომდე მოძრაობდა 6 3-ვაგონიანი შემადგენლობა.  მოთხოვნის შესაბამისად, დილიდან დაემატა მეშვიდე სამვაგონიანი  შემადგენლობა. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები დღის განმავლობაში დააკვირდებიან მგზავრთა ნაკადებს და საჭიროების შემთხვევაში, საბურთალოს ხაზს კიდევ ერთი სამვაგონიანი მოძრავი შემადგენლობა დაემატება.

თუ ახლა მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი 4,5 -5 წუთია, ახალი შემადგენლობის დამატება გამოიწვევს მოძრაობის ინტერვალის 25 წამით შემცირებას.

Facebook Comments
x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...