Home » მთავარი » „შემოსე თანამოქალაქე“

„შემოსე თანამოქალაქე“

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მორიგი სოციალური პროექტი „შემოსე თანამოქალაქე“ სტარტს დღეიდან იღებს.

პროექტს სამინისტრო მეორე წელია აფინანსებს. წელს პროექტი სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით და ხელშეწყობით განხორციელდება. გასულ წელს საქართველოს მასშტაბით 3000 ბენეფიციარს დაურიგდა ტანსაცმელი და სათამაშოები.მიმდინარე წელს ორგანიზატორები დაახლოებით იგივე რაოდენობის ბენეფიციარს დაეხმარებიან ქვემო ქართლში, შიდაქართლში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

ნივთების შესაგროვებლად ბრენდირებული ყუთები განთავსებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მათ შორის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში,ოლიმპიურ სასახლესა და „ფრეგოს“ ავტოგასამართ სადგურებზე.

პროექტი  დაფინანსებულია14738  ლარით. პროექტის მხარდამჭერები არიან ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდენტური ინიციატივა“,საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და კომპანია „ფრეგო“.

ეროვნული ბიბლიოთეკის ცენტრალურ დარბაზშიგამართულ პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი და პროექტში ჩართული მოხალისე ახალგაზრდები დაესწრნენ.

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...