Home » მთავარი » ,,შემოქმედ ქალთა ფესტივალი 2016“

,,შემოქმედ ქალთა ფესტივალი 2016“

27 ნოემბერს ,,შემოქმედ ქალთა ფესტივალი 2016“ გაიმართება. ეს ფესტივალი პირველად 2015 წელს გაიმართა და ორმოცდახუთი შემოქმედი ქალი მონაწილეობდა.

ფესტივალის მიზნებზე მის ორგანიზატორს, ორგანიზაცია ,,ქალები საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს თეონა ჭალიძეს ვესაუბრეთ.

14316963_1195274573827274_4560670643452561881_n

-,,ფესტივალის პირველადი მიზანია ერთ სივრცეში თავი მოუყაროს შემოქმედ ქალებს და მათ მისცეს საშუალება ერთამანეთი გაიცნონ და შედგეს მათ შორის კომუნიკაცია, რისი დეფიციტიც თავად აქვთ. ფესტივალის მიზანია შემოქმედი ქალების ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი პოპულარიზაცია, მითუმეტეს რომ ბევრი მათგანი საერთოდ განსხვავებული მასალით და ტექნოლოგიით მუშაობს. დამთვალიერებლისთვის ფესტივალზე მოხვედრა არის უფასო, მათ საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ნამუშევრები და შეიძინონ კიდეც ავტორების თანხმობით.

ნამუშევრების თემატიკა შეზღუდული არაა და წარმოდგენილი იქნება საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებული აქსესუარებიც. მონაწილე ქალებს გადაეცემათ პროექტში მონაწილეობის სერტიფიკატები და მომავალ წელს მათი ჩართულობით დაიგეგმება ფესტივალი ბათუმში.“-განაცხადა  თეონა ჭალიძემ.

ფესტივალის მხარდამჭერია ,,ინოვაციების და განვითარების ფონდი“, სამოქალქო პლატფორმა – ახალი საქართველო.

ფესტივალი ჩატარდება სპორტის სასახლის წინ, მარკეტი ,,სპარის“ შენობის მეორე სართულზე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...