Home » მთავარი » შენ, ბოროტებავ! გვერდით გაიწი! ისინი მოდიან!.. (ვიდეო)

შენ, ბოროტებავ! გვერდით გაიწი! ისინი მოდიან!.. (ვიდეო)

საბავშვო თეატრალური ფესტივალიმაჩაბელა“ გრძელდება. ფესტივალის დირექტორი მამუკა ლომაშვილია, მენეჯერი კი – თეა დავითაია. ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ნინო ხომასურიძე.

ფესტივალის მესამე დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგა საბავშვო მუსიკალური სტუდია „ჭინჭრაქა“, ხელმძღვანელი ბესო ლომსაძე, პედაგოგები-ნათია ფრანგიშვილი და მაგდა ბენიძე.

ფესტივალზე სტუდიამ ახალგაზრდა რეჟისორის, გიორგი ბურჯანაძის სპექტაკლი –  „რეპეტიცია“ წარმოადგინა. დებიუტი იყო როგორც რეჟისორისთვის, ასევე პატარა მსახიობებისთვის, უნდა ითქვას, რომ თავი მართლაც მშვენივრად გაართვეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს. გიორგი “ჭინჭრაქას” აღზრდილია და ახლა თავად ცდილობს ნიჭიერი ბავშვების არმოჩენას და ხელოვნების ზიარებას.

უყურებ, ამ პატარა მსახიობებს, საქართველოს მომავალ თაობას და გეუფლება განცდა, რომ მათი საქართველო ნამდვილად ბედნიერი იქნება. უსმენ ამ ბავშვებს და გინდა იყვირო-შენ, შუღლო, ღვარძლო, ბოროტებავ, გვერდით გაიწი! ისინი მოდიან, საქართველოს მომავალი თაობა-სრულიად განსხვავებული და ბავშვობიდან სამშობლოზე შეყვარებულნი!

გირჩევთ აუცილებლად დაესწროთ სპექტაკლს და რაც მთავარია, დაასწროთ თქვენი შვილები.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...