Home » მთავარი » “შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

“შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

მას პატარა გენიოსი შეარქვეს. წერდა, ხატავდა, მღეროდა. 17 წლის მხატვრის ფენომენალური შემოქმედებითი ნიჭის გამო 1988 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სმიტსონის საერთაშორისო ასტრონომიულმა ცენტრმა დაამტკიცა წარდგინება და 3146 ნომრით ცნობილ პლანეტას უწოდა “დათო”. ეს პატარა გენიოსი, ქვეყნიდან ნაადრევად წასული დათო კრაწაშვილია.

ის სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა, წავიდა, მაგრამ დატოვა უკვდავება ქართულ ხელოვნებაში! სამწუხაროდ მისი სახელი თითქოს გაფერმკრთალდა, მაგრამ იმედია ისევ გაიხსენებს საზოგადოება და შესაერის პატივსაც მიაგებს.

დათო სულ ახალგაზრდა იყო, მაგრამ სამშობლოზე ფიქრი ერთი წუთითაც არ ტოვებდა, საქართველოს გულშემატკივარმა ერთ პატარა ლექსში გამოხატა ტკივილი და 80-იან წლებში თითქოს იწინასწარმეტყველა კიდეც, რომ ქართული მიწა დაიხლიჩებოდა.

“ვინც სამშობლოში დაბრუნებას აღარ ელოდა,
მიწა გაჰქონდა, მიწა თბილი, მიწა მარადი…
შენ მუჭა-მუჭა გაგიტანეს საქართველოდან
და მიწავ ჩემო, ამიტომაც დაპატარავდი…”

სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა, 17 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის თავის წასვლასაც გრძნობდა და ისევ სულ პატარა ლექსით იწინასწარმეტყველა:

“გასვენების დღეს იქნება წვიმა,
წვიმის წვეთებიც დამიტირებენ,
დამასვენებენ თბილისის მიღმა და,
ალბათ, სამუდამოდ, დამივიწყებენ”…

…ტალანტი არ კვდება, დათომ ჩვენს აღტაცებაში მოსაყვანად თავისი გენის ნაწილი დაგვიტოვა.
676696b255ff9a5688976a4b7cad5649 e287f2394a71 ee887eb964fdb17e1b5590a7796fe10474d2e37cc133

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლაზე შსს-მ გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო

მარიამ ახალკაცი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან მანდატურების მიერ ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაძევებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ...