Home » ეს საინტერესოა » …შესაძლოა ეს ამბავი ბევრს მოეწონოს, ბევრსაც გული დასწყდეს, მაგრამ…

…შესაძლოა ეს ამბავი ბევრს მოეწონოს, ბევრსაც გული დასწყდეს, მაგრამ…

Microsoft-ის Windows 10-ის შემდეგი განახლება, რომელსაც Autumn Creators Update-ი ერქმევა,  მრავალ ახალ მახასიათებელს მოიტანს. თუმცა, Windows-ის ერთ-ერთი მტკიცე, დროის მიერ გამოცდილი ატრიბუტი საკეპ მანქანაში მოხვდება: Microsoft Paint.

მისი პირველი ვერსია 1985 წელს, Windows 1.0-ში გამოჩნდა; Paint-ი ერთ-ერთი პირველი გრაფიკულ რედაქტორად იქცა, რომელსაც მრავალი ადამიანი მოიხმარდა. არსებობა 1-ბიტიანი ერთფეროვანი ვერსიით დაიწყო და მხოლოდ Windows 98-ში გახდა შესაძლებელი Paint-ით სურათების JPEG ფორმატში შენახვა.

Windows 10-ის აპრილში გამოსულ Creators Update-ში, Microsoft-მა ჩაამატა ახალი Paint 3D, რომელიც ტრადიციულ Paint-თან ერთადაა დაინსტალირებული და აქვს 3D ფოტოს გაკეთების ფუნქციები, ისევე როგორც 2D ფოტოების რედაქტირების ზოგიერთი საბაზისო მახასიათებელი. თუმცა აღსანიშნავია, რომ იგი თავდაპირველი Paint-ის განახლება არაა და მის მსგავსად არ ფუნქციონირებს.

Microsoft-ის განცხადებით, Outlook Express-თან, Reader app-თან და Reading list-თან ერთად, სასიკვდილო სიაში Microsoft Paint-იც აღმოჩნდა, რომლებიც Windows 10 Fall Creators Update-ის გამოსვლისთანავე გაქრებიან.

Paint-ის სიკვდილი ახლა უკვე მხოლოდ დროის საკითხია და სულ მალე, ის ისევე გაქრება თქვენი კომპიუტერებიდან, როგორც თქვენი ბავშვობის საყვარელი რომელიმე ძველი ნივთი სახლიდან.

Paint-ი არასოდეს ყოფილა მძლავრი აპლიკაცია, 1998 წლამდე შემოიფარგლებოდა მხოლოდ bitmap (BMP) და PCX ფორმატებით, მაგრამ თუკი გსურდათ უცბად რაღაც დაგეჯღაბნათ ან ამოგეჭრათ და ჩაგესვათ, იგი მუდმივად თქვენთან იყო, სამსახურის კომპიუტერებშიც კი.

Windows 7-სა და შემდეგ ვერსიებში, Paint-ი ბევრად გაუმჯობესდა, მაგრამ მაინც საკმაოდ ღარიბულად გამოიყურებოდა მესამე მხარის მიერ წარმოებულ ისეთ აპლიკაციათა მახასიათებლებთან, როგორიცაა მაგალითად, Paint.NET.

Microsoft Paint-ის ოფიციალური გაქრობის ზუსტი თარიღი უცნობია, რადგან დაზუსტებული არაა Windows 10 Autumn Creators Update-ის გამოსვლის დრო. შესაძლოა ეს ამბავი ბევრს მოეწონოს, ბევრსაც გული დასწყდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, Windows-ის ისტორიაში იგი ერთ-ერთ ყველაზე ხნიერ აპლიკაციად დარჩება.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments