Home » მთავარი » „შეურაცხმყოფელი ჩემთვის არის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“

„შეურაცხმყოფელი ჩემთვის არის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“

-“მე ბალასტად მივიჩნევ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ და ჩირქს სცხებენ პოლიციელის მუნდირს,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა განუცხადა.

მისივე თქმით,  შს უწყებაში 40 ათასი თანამშრომელია და სულაც არ არის გამორიცხული, მათ შორის იყვნენ ასეთი ადამიანებიც.

„მრავალჯერ მაქვს ნათქვამი, რომ 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შსს-ში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლები იყვნენ. მე ბალასტში. ბალასტში  ვგულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს.  აქვე განვმარტავ, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად იცავს ყველას, ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებას. ისინი არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში“,-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ რა არის  გასაკვირი, თუ სისტემა ასეთი ადამიანებისგან გათავისუფლდეს.

„შეურაცხმყოფელი ჩემთვის არის ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, იყოს სისტემაში“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Leave a Reply

x

Check Also

სერგო ჩიხლაძე – „ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ ვინმეს „წითელი ხაზებით“ ესაუბროს – „წითელი ხაზები“ ცხვირ-პირში მოხვდებათ, თუ არ დაივიწყებენ

„ქართული ოცნება“ იმ მდგომარეობაში არ არის, რომ „წითელი ხაზებით“ ვინმეს ესაუბროს. ეს წითელი ხაზები ცხვირ-პირში ...