You are here
“შეუძლებელი ამ ინფლაციის პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდეს” ეკონომიკა მთავარი 

“შეუძლებელი ამ ინფლაციის პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდეს”

„წარმოუდგენელია იმ ინფლაციის პირობებში, რომელიც დღეს ხდება ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, ვინმემ პასუხი აგოს 25 წლის შემდეგ. მოქალაქეებს არ აქვთ იმის გარანტია, რომ ფონდში გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდებათ“. – ეკონომიკის ექსპერტმა პაატა შეშელიძემ ამის შესახებ “მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

“ის თანხა, რომელიც თითოეული ადამიანის სახელით ფონდში გადაირიცხება, უნდა განკარგონ კომპანიებმა, რომელსაც დაიქირავებს საპენსიო სააგენტო. მაგრამ წარმოდგენილ დოკუმენტში არსად არ არის მათი ვალდებულება ჩაწერილი, რომ გაკოტრების შემთხვევაში მომავალ პენსიონერებს  რამეს გადაუხდიან. არის მხოლოდ დაპირება. სახელმწიფო კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ ამ კომპანიებს გააკონტროლებს, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი. სახელმწიფო ინფლაციას ვერ აკონტროლებს, “ეროვნულმა ბანკმა” ისიც კი არ იცის, დღეს რა მაჩვენებელი იქნება ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებით და რომელ პასუხისმგებლობაზეა საუბარი მათი მხრიდან?

სახელმწოფოს კონტროლით, თვითონ ხალხმა კერძო კომპანიებს უნდა ანდონ საკუთარი დანაზოგი. იმ შემთხვევაში თუ ეს კომპანია გაკოტრდა, სახელმწიფომ უნდა აიღოს ვალდებულება საპენსიო დანაზოგის დაფაროს. ასეთი მექანიზმის დროს ცალკეული მოქლაქეები თვითონ ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს დაზოგილ თანხაზე. ჩვენ აღარ უნდა ვენდოთ სახელმწიფოს, რომელმაც 90-იან წლებში უკვე გააკოტრა ხალხი” – განაცხადა პაატა შეშელიძემ.

2018 წლის მესამე კვარტლიდან კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.  თითოეული მოქალაქე საპენსიო ანგარიშზე შეიტანს  ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ის ოდენობით.  საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება  40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის, ხოლო ნებაყოფლობითი იქნება მათთვის, ვისაც კანონის ძალაში შესვლამდე უკვე შეუსრულდა 40 წელი. აღნიშნულ რეფორმას ძალიან ბევრი სკეპტიკოსი გამოუჩნდა.

 

Comments

comments

Related posts