Home » მთავარი » “შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო!”

“შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო!”

ანდრო ბარნოვი გიგი უგულავას წერილს პასუხობს:

-„წერილი, რომელსაც გიგი უგულავა აწერს ხელს, ვრცელ პასუხს იმსახურებს, მაგრამ მოკლედ სათქმელიც არსებობს.

  1. რანაირად არ იყო მიშა სააკაშვილი პარტიის პრემიერობის კანდიდატი, თუ ამის შესახებ სულ 20-მა კაცმა იცოდა? პოლიტსაბჭო ხომ 60-ზე მეტი ადამიანისაგან შედგება? და მხარდამჭერების აზრიც არ აინტერესებდა ამ 20 კაცს? საქმე ისაა, რომ ეს არ არის შემთხვევით გაპარული ლაფსუსი ამ წერილში. სიმართლეა და ადასტურებს იმ მდგომარეობას, რომელიც პარტიაში რეალურად არის. პატარა გაქნილი ჯგუფის მანიპულაციებს ეწირება პარტიაც და ქვეყანაც…
  2. ადრე უნდა გვეთქვა, რომ მიშა აღარ იყო ლიდერიო. შეცდომააო. შეცდომა კი არა, კაი ვირეშმაკული გათვლაა, ბატონო ჩემო. ეგ რომ გეთქვათ, მერე ხმებს როგორ მიიღებდით? მაგრამ ვირეშმაკოლოგმა ბოკერიამ და შანტრაპამ კარგად გათვალა: ჯერ ხმებს აიღებდნენ მიშას სახელით და მერე ეს 20 კაცი „დაალაგებდა“ შიგნით.

ახლა ამათ გონიათ, რამე მოიგეს, დანარჩენზე მერე ვიტყვი“

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...