Home » მთავარი » “შეცვალეს” წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

“შეცვალეს” წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს

საზოგადოებრივი მოძრაობა “შეცვალეს” წევრებმა საკრებულოსთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოში ირაკლი ზარქუას სახელზე პირველადი დახმარების მედიკამენტები დატოვეს.

-ყველამ კარგად დაინახა რომ ხაბეიშვილს რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, თუმცა საქმე ისე შემოატრიალეს, რომ თავდამსხმელი ირაკლი ზარქუა დაზარალაბულად სცნეს და ხაბეიშვილს 2 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამიტომ ჩვენ ზარქუას  მივუტანეთ წყალბადის ზეჟანგი, ბინტი და ბამბა, რომ დაზიანებული ადგილები დაიმუშაოს.

საქმე ეხება საკრებულოში რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook Comments
x

Check Also

2 ივნისიდან პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტაცია იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით პირველკლასელთა რეგისტრაციის III ...