Home » მთავარი » შეწუხებული მოსახლეობა: გზების რეაბილიტაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს

შეწუხებული მოსახლეობა: გზების რეაბილიტაცია ძალიან ნელა მიმდინარეობს

ბელა აბულაძე, გვანცა შუბითიძე

უკვე რამდენიმე თვეა დიდი დიღმის ტერიტორიაზე მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც მაცხოვრებლებისთვის უკვე პრობლემად იქცა. პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს, გადათხრილია თითქმის ყველა ქუჩა, რაც იწვევს საცობებს. განსაკუთრებით შემაწუხებელია მდგომარეობა ზაფხულის ცხელ დღეებში, არის საშინელი მტვერი, ბავშვები ვერ გამოდიან სათამაშოდ, როგორც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გვითხრეს, მიმდინარე სამუშაოების გამო ხშირია წყლის მიწოდების შეწყვეტა, რაც მათ დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

ბუნებრივია, გზის რეაბილიტაცია თავისთავად დადებითი პროცესია, მაგრამ უკეთესი იქნებოდა სამუშაოები უფრო სწრაფად და ხარისხიანად სრულდებოდეს.

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...