Home » მთავარი » შვეიცარიაში „მაკდონალდსის“ ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს

შვეიცარიაში „მაკდონალდსის“ ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს

შვეიცარიაში „მაკდონალდსის„ ქსელის უკლებლივ ყველა რესტორანი დახურეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო ხელისუფლებამ, რაც ცნობილი გახდა, რომ ევროკომისარმა სოფლის მეურნეობის საკითხებში დაჩან ჩოლოშმა ევროპის ბევრი ქვეყნიდან მიიღო 120-ზე მეტი განცხადება მოთხოვნით,საკანონმდებლო დონეზე აკრძალონ ფასტფუდები.

ბოლო წლებში ევროპას საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული რამდენიმე მსხვილი სკანდალი ახსოვს: 2009 წელს იტალიასა და ესპანეთში ყველში დააფიქსირეს დიოკსინის მაღალი დოზა. 2011 წელს გერმანიასა და სხვა ქვეყნებშიც, ორგანულ ბოსტნეულში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ნაწლავის ჩხირები…ამგვარი სკანდალების შემდეგ, ევროპამ უარი თქვა, ყოფილიყო ტოლერანტული ყველანაირი საკვების მიმართ. ისინი უარს ამბობენ ყველანაირ ფასტფუდზე, რომლის საპირწონედ წამოიწყეს ჯანსაღი კვების მოძრაობა – “Slow Food”.

ევროკავშირის ქვეყნების ხელისუფლებები მოსახლეობას მოუწოდებენ, მოიხმარონ მხოლოდ პროდუქტი სპეციალური ნიშნით „ბიო“. უფრო მეტიც, პროდუქცია შეიძინონ ფერმერებთან, სავაჭრო დახლებზე.

წყარო: geotimes.ge

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...