Home » მთავარი » შვეიცარიაში სოფლის ხედების ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალა

შვეიცარიაში სოფლის ხედების ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალა

შვეიცარიაში სოფლის ხედების ფოტო და ვიდეოგადაღება აიკრძალა. როგორც  სოფელ ბერგიუნის  მაცხოვრებლებმა და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტეს, ტურისტებს ფოტოაპარატის გამოყენების გამო ფულადი ჯარიმის გადახდა მოუწევთ . ამ გზით ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა საკუთარი თვალით ნახოს ადგილობრივი დასახლების სილამაზე და არა გავრცელებული ფოტოების საშუალებით.  კანონის დამრღვევები 5 შვეიცარული კრონს გადაიხდიან. შემოსული თანხა კი სოფლის და მისი შემოგარენის გარემოს დაცვას მოხმარდება.

როგორც ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლები აცხადებენ, სოციალურ ქსელებში გავრცელებული სოფლის ულამაზესი ხედების ამსახველი ფოტოები მნახველების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს, რაც იწვევს იმ ადამიანების დეპრესიას, ვისაც სურს საკუთარი თვალით ნახოს ჩვენი დასახლება, თუმცა ამის შესაძლებლობა არ აქვთ.

სოფლის შესასვლელში უკვე დაამონტაჟეს გადაღების აკრძალვის შესაბამისი გამაფრთხილებელი აბრა. ადგილობრივმა ტურიზმის მართვის ცენტრმა სოც-ქსელების საკუთარი გვერდებიდან უკვე წაშალა სოფლის ხედების სურათები.

Facebook Comments
x

Check Also

შს სამინისტრო თავდაცვის სამინისტროს ძალებთან ერთად ქვეყნის ტერიტორიაზე საკონტროლო გამშვებ პუნქტებს მოაწყობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, უწყების წარმომადგენლები მოქალაქეთა გადაადგილებას კონტროლს გაუწევენ. ...