Home » ეს საინტერესოა » შვილები გაიზარდნენ და პატარა მოგენატრათ-უკვე ინტერნეტითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ „ბავშვი“

შვილები გაიზარდნენ და პატარა მოგენატრათ-უკვე ინტერნეტითაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ „ბავშვი“

ერთ ოჯახში მოულოდნელად პატარა გაჩნდა. მეზობლის ქალი ბავშვის მოყვანას შეესწრო. ოჯახის წევრები დიდი სიხარულით შეხვდნენ ახალ მოსულს, ბავშვებმა „ძამიკო“ მოვიდაო, დიასახლისი კი ტელეფონზე ესაუბრებოდა ვიღაცას-59 სანტიმეტრია და 3,500 კილოგრამს იწონისო. მეზობელი დაბნეული უყურებდა ყველას და ბოლოს იკითხა, ვისი იყო ახალშობილი და საიდან მოიყვანეს.

-ჩვენი ძმაა, ინტერნეტით ვიყიდეთ, ახლა ბევრი ბავშვი იყიდება სოციალური ქსელით-უთხრა 18 წლის ქალიშვილმა.

ქალო გაოგნებული გავიდა და პოლიციას დაურეკა, მერე ქუჩაში ყველას მოსდო ბავშვებს ინტერნეტით ყიდიანო…მალე პოლიციაც მოვიდა, მეზობელიც გაყვა და…

პოლიციის მისვლა ძალიან გაუკვირდა ოჯახს. სამართალდამცველებმა ბავშვის და საბუთების ჩვენება მოითხოვეს. დედამ პატარა გამოიყვანა, ერთი პოლიციელი დიდხანს აკვირდებოდა ახალშობილს და უცბად იყვირა-ბავშვი არ სუნთქავს!

-არა, არ სუნთქავს-მშვიდად უპასუხა ქალმა-არ სუნთქავს, რადგან თოჯინაა, რებორნი თოჯინა, რომელიც ჩვენი დაკვეთით ძალიან ჰგავს მის უფროს ძმას“

ამის მერე ყველაფერი ცხადი გახდა.

საქმე იმაშია. რომ დღეს მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობენ კოლექციონერების მიერ ხელით ნაკეთები თოჯინები, რომლებიც ძალიან ჰგვანან დამკვეთის მიერ მოტანილ ფოტოზე გამოსახულ ბავშვს.

თოჯინები ყველა სხვადასხვანაირია და ერთმანეთს არ ჰგვანან. მათ ნამდვილი ბავშვებისგან მხოლოდ შუშის თვალები განასხვავებს და ის, რომ არ სუნთქავენ. თმებიც ნატურალური აქვთ და კანიც, რომელიც ვინილისგან მზადდება.

ბოლო წლებში თოჯინებზე მოთხოვნა გაიზარდა. იყო კურიოზიც-ავსტრიაში პოლიციელმა დაკეტილ მანქანაში შენიშნა ბავშვი, რომელიც არ სუნთქავდა, ირგვლივ უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ვიღაცამ სასწრაფოც გამოიძახა, ყველა ბავშვის დედას ეძებდა. იყო ჩოჩქოლი…პოლიციელმა სასწრაფოდ ჩაამსხვრია მინა, ამოიყვანა ბავშვი და ხელში თოჯინა შერჩა.

დღეისათვის ფირმას „ბავშვების“ უამრავი შეკვეთა აქვთ და ყველა რომელიღაც ნამდვილი ბავშვის იდენტური უნდა იყოს.

თოჯინა საკმაოდ ძვირია, ის ათასობით დოლარი ღირს, მაგრამ მსურველები არ ილევიან, ვინ „შვილს“ უკვეთავს, ვინ „დას“ და ვინ ძმას.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“დიდი ლოდი მოიძიეთ და თავში გიხლიათ!..”

ლადო სადღობელაშვილი -მიშასთან ჩასული ახალგაზრდები საქართველოში დაბრუნდებიან ზომბებად რომლებიც პრაქტიკულად საკუთარ დედებს გაყიდიან სააკაშვილის გამო! ...