Home » ექსკლუზივი » შიმშილში გატარებული დღეები-ოჯახი, რომელსაც ეშინია ყოველი ახალი დღის გათენება!

შიმშილში გატარებული დღეები-ოჯახი, რომელსაც ეშინია ყოველი ახალი დღის გათენება!

ვაჟა თანიაშვილი

საქართველოს ქალთა საბჭომ დუშეთის რაიონის მკვიდრზე, ემზარ ციხელაშვილის ოჯახზე ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამ ადამიანების გაჭირვებას და დუხჭირ ცხოვრებას აცნობდა საზოგადოებას, ქალთა საბჭომ საზღვარგარეთ მყოფ წარმომადგენლებთან ერთად ამ ოჯახისთვის დახმარების გაკეთება გადაწყვიტა, მათ ამ საქმეში მხარს უჭერენ ბარში მცხოვრები ემიგრანტებიც.

ოჯახი, რომელსაც ეშინია ყოველი ახალი დღის გათენება!

ბავშვები, რომლებიც არაფერს ელიან ახალი წლისგან და უკვე კარგა ხანია აღარ სჯერათ თოვლის ბაბუის!

დუშეთის რაიონი. სოფელი მუგუდა. ემზარ ციხელაშვილის 7 სულიანი ოჯახი. უკიდურესი გაჭირვება და ერტადერთი შემოსავალი სოციალური დახმარება.

22 წლის გოჩა ციხელაშვილი რომელი მესამე კურსის სტუდენტი იყო, თანხის არ ქონის გამო თავი დაანება სწავლას  და  ნერვოზითა დაავადდა, რამდენჯერმე თავის მოკვლაც კი უცდია…

ოჯახს არა აქვთ საწოლები,სკამები, მაგიდა, ასევე შეშა, სახლს არა აქვს ფანჯრებზე , იატაკი ავარიულ მდგომარეობაშია.

მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა რომელის თვიდან თვემდე არ ჰყოფნით და ნახევარზე მეტს შიმშილში ატარებენ.

ოჯახმა 2014 წელს მიიგო საკვები პროდუქტები,მაგრამ მის მერე დახმარება აღარ მიუღიათ.

ჭართლის ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენელის ზურაბ ჩიტაურის თქმით, გაეწია რამოდენიმეჯერ მცირედი პროდუქტებით და მედიკამენტებით დახმარება, მაგრამ შვიდ სულიანი ოჯახისთვის ეს ზღვაში წვეთიც არ იყო.  ასევე ავადმყოფი შვილისთვის გაეწია საავადმყოფოში თანხით უზრუნველყოფა(პოლისი).

ემზარ ციხელაშვილს 5 შვილი ჰყავს- ერთი გოგო (14 წლის) და  ოთხი ბიჭი (23.22.17და 8 წლის). მამა შვილებს თავს მაინც იმედიანად აჩვენებს, მაგრამ ჩვენთან ბოლოს ცრემლი ვერ დამალა!

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მინისტრი შერეული საავიაციო ესკადრილიის მარნეულის საავიაციო რგოლის ბაზაზე იმყოფებოდა

ირაკლი ღარიბაშვილმა ბაზის ტერიტორიაზე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის არსებული საშუალებები, საზენიტო – სარაკეტო კომპლექსები, საფრენი ...