Home » სამართალი » შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ კომიტეტის სხდომას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მონიტორინგის მიზნით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის მოადგილემ, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული აქტივობებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

ნინო ცაციაშვილმა კანონის აღსრულების მიზნით სამინისტროში შესაბამისი სამომავლო აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე სრული მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობის გზით. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი 2021 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, დისკრიმინაციის გარეშე, ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად
პრინციპებსა და მექანიზმებს.

x

Check Also

დავით მათიკაშვილი – ერთადერთი, ვისაც საქართველოში არ სურს მოლაპარაკების მაგიდასთან მხარეთა დასხდომა და რეალური გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობაა“

ნოდარ მელაძისგან და „ტვ პირველისგან“ ნამდვილად მიჩვეული ვართ ტყუილების ტირაჟირებას ფაქტების, ფალსიფიციკაციას, ფალსიფიცირებული რეპორტაჟებსა და ...