Home » სამართალი » შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში გასულ წელს ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო
ღონისძიებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების
ბრალდებით ძებნილი პირი – 1988 წელს დაბადებული გ.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2020 წლის ნოემბერში, წარსულში
არსებული უთანხმოების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, თელავის
მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში, საავტომობილო გზაზე, 1976 წელს
დაბადებულ ლ.კ.-ს ავტომობილით განზრახ შეეჯახა, 1984 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს
კი ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის
ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა მიმალვაში მყოფი ძებნილი გ.ი., რამდენიმეთვიანი
ინტენსიური საგამოძიებო, ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად,
კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულის
სახით დააკავეს.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,”- ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments
x

Check Also

გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაცმოძრაობამ” დაუწესა მათ და ამ ტყვეობაში აღმოჩნდნენ – გურამ მაჭარაშვილი

ვაკვირდებით პროცესს და გვაქვს მოლოდინი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი მაინც შეძლებს გადალახოს ბარიერი, რომელიც „ნაციონალურმა ...