Home » მთავარი » შობა-ახალ წელს გილოცავ, საქართველო! გილოცავთ, ჩემო მეგობრებო! ჩემო აფხაზებო!

შობა-ახალ წელს გილოცავ, საქართველო! გილოცავთ, ჩემო მეგობრებო! ჩემო აფხაზებო!

როლანა ნიჟარაძე

შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

მინისტრის მრჩეველი

ახალი წლის მობრძანებას მოუთმენლად ველოდებით დიდი თუ პატარა. ბავშვებს თოვლის პაპა და საჩუქრები ახარებთ. მოზრდილები მათი განწყობით ვხალისობთ, შეძლებისდაგვარად ვცდილობთ მცირე ხნით მაინც შევუქმნათ იდუმალი ზღაპრული სამყარო. ამ პერიოდში ჩვენშიც ბავშვი იღვიძებს, ზღაპრის ნაწილი ვხდებით და ვიფერადებთ ნაცრისფერ რეალობას.

განვლილი წლის შეფასებაც გვჩვევია. მეხსიერებისა და გონების დახმარებით აქტუალური და რეზონანსული თემების ქრონიკას გადავავლებთ თვალს, წარმატება–წარუმატებლობის შკალასაც ჩავუფიქრდებით, მომავალი წლის სურვილების სიას შევადგენთ და შევხვდებით ახალ წელს….ახალი იმედებით, ოცნებებით, მიზნებით. შევხვდებით პოზიტიურად, შემართებით. განწყობა არ დაგვაღალატებს და მთელი წელი გაგვყვება _ ღიმილიანი და წინა წელთან შედარებით ბევრად უკეთესი.

საახალწლო დღეებში ქართველებს პომპეზურობა გვახასიათებს. განსაკუთრებულად ვეფერებით ერთმანეთს. გვიყვარს მილოცვები, სტუმრიანობა, ტრადიციებისა და ხასიათის დემონსტრირება, სამშობლოს სიყვარული გვიათმაგდება, გვეამაყება საკუთარი ჯიში და ოჯახები. თავს ვიწონებთ ქართლით, კახეთით, იმერეთით, სვანეთით, გვეძვირფასება სამეგრელო და გურია… და გვენატრება აფხაზეთი…გვენატრებიან აფხაზები. წლებმა მონატრება და ერთმანეთის დაკარგვით გამოწვეული სინანული გაამძაფრა. სათქმელი და მოსაყოლი კი ბევრი დაგვიგროვდა. ოღონდ ხელს ნუ შეგვიშლიან, ცუდად ნუ ჩაერევიან…

ჩვენ შევძლებთ ერთმანეთის დაბრუნებას.

დამდეგ შობა ახალ–წელს გილოცავ, საქართველო!
გილოცავთ, ჩემო მეგობრებო!
ჩემო აფხაზებო!

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მელაძე შეხვედრების დეტალებს ყვება…

ნოდარ მელაძე “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებას ეხმაურება. სალიას გადაწყვეტილებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს. ნოდარ მელაძე ...