Home » მთავარი » შოტლანდიაში პრინცი ჯორჯის ჰომოსექსუალობისთვის ილოცებენ

შოტლანდიაში პრინცი ჯორჯის ჰომოსექსუალობისთვის ილოცებენ

ქრისტიანებმა უნდა ილოცონ იმისათვის, რომ ოთხი წლის პრინცი ჯორჯი, დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, გეი აღმოჩნდეს. ამის შესახებ გლაზგოში, ღვთისმშობლის ტაძრის ეპისკოპოსმა და ლგბტ-აქტივისტმა კელვინ ჰოლდსვორსმა განაცხადა. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.

სასულიერო პირის აზრით, მხოლოდ ასეთი სიტუაცია აიძულებს ანგლიკანურ ეკლესიას აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება. “უნდა ვილოცოთ, რომ პრინცი ჯორჯი ერთ დღესაც დაილოცოს ახალგაზრდა კაცის მიმართ სიყვარულით”, – განაცხადა აქტივისტმა.

დედოფლის ყოფილმა საპატიო მოძღვარმა გევინ ეშენდენმა თავის მხრივ ამ განცხადებას “არაქრისტიანული” უწოდა. “ეს რომელიღაც ზღაპრიდან ბოროტი ჯადოქრის წყევლის ეკვივალენტია”, – განაცხადა ეშენდმა.

8 ივნისს, შოტლანდიის საეპისკოპოსო ეკლესიამ, მხარი დაუჭირა გეი-წყვილების ქორწინებას. ამით, ის გახდა პირველი დიდი ქრისტიანული ეკლესია ბრიტანეთში, რომელმაც ჰომოსექსუალებს ქორწინების უფლება მისცა.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...