Home » მთავარი » “შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ”

“შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ”

საკრებულოს ოპოზიცია უკვე მეორედ, დღეს, 16:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე მათთვის ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვს, თუმცა საკრებულოში მისვლას ქალაქის მერი არც დღეს აპირებს და სხდომას მერიის სხვა წარმომადგენლებიც არ დაესწრებიან.

”ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან რაიმე სახის შეხება არ აქვს, მით უმეტეს, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის და პროცედურების სრული დაცვით გავაკეთეთ. არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომას.

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მე, როგორც დედაქალაქის მერს, საკრებულოში ანგარიშის წარდგენის პრობლემა არასდროს არ მაქვს, მათ შორის, გასულ წელს ორჯერ რიგგარეშეც ვიმყოფებოდი საკრებულოში, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუს მოწყობა, მე ამ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად ახდენენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები”– განაცხადა თბილისის მერმა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...