Home » მთავარი » შპს „ხუროსა“ და ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩემში ეჭვს იწვევს!

შპს „ხუროსა“ და ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ჩემში ეჭვს იწვევს!

თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე წინუბნის ტერიტორიაზე ბაგა-ბაღის მშენებლობის შეფერხების მიზეზებს განმარტავს. მისი თქმით, უკვე ერთი კვირაა, ტენდერში გამარჯვებული შპს კომპანია „ხუროს“ მიერ დაქირავებული მუშები სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებენ და „ხუროსგან“ 4-თვიანი სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ „ხურო“ შეყვანილია „შავ სიაში“ და მისი ანგარიშები უძრავ ქონებასთან ერთად დაყადაღებულია. ზუმბაძემ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე წარმოადგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდანაც.

-„წინუბნის საბავშვო ბაღის აღდგენითი რეკონსტრუქციის სამუშაოზე გამოცხადებული იყო ტენდერი. გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანია „ხუროსთან“ თბილისის ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტომ 4 აპრილს გააფორმა ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ „ხურომ“ 6 თვის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოების დასრულება.

   როგორც გაირკვა, შპს „ ხუროს“ ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ბაგა-ბაღების განვითარების სააგენტოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი დღის შემდეგ შეუტყვია, რაც ჩემში ეჭვს იწვევს. მათ შეეძლოთ მეტი ინფორმაციის გაგება შპს „ხუროსთან“ დაკავშირებით და არ გაეფორმებინათ ხელშეკრულება. მე ვერ მივიღებ ახსნას, რომ გვიან გაიგეს ამის შესახებ.

  იმედია,  თბილისის მერია და კომპანია „ხურო“ შეეცდებიან გამოსავლის მოძებნას, რათა სამუშაო არ შეფერხდეს და ის ნაკისრი ვალდებულების ვადებში შესრულდეს“-– განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.

ცნობისთვის, სატენდერო თანხად გამოცხადებული იყო მილიონ 23 ათასი ლარი, კომპანია „ხურომ“ კი 700 ათას ლარად გაიმარჯვა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე ქალს ჟანგბადის აპარატი დასჭირდა

ჯანდაცვის სამინისტროში მიმდინარე აქციაზე კიდევ ერთი ქალბატონი გახდა ცუდად, მას ჟანგბადის აპარატი დასჭირდა! -ეს უკვე ...