Home » მთავარი » შსს-ს ერთიანი მომსახურების საააგენტოები დღეიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

შსს-ს ერთიანი მომსახურების საააგენტოები დღეიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადიან

შსს-ს  ერთიანი მომსახურების სააგენტო კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ითვალისწინებს და  16 მარტიდან დისტანციურ მომსახურებაზე გადადის. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

თბილისსა და რუსთავში არსებულ ერთიანი მომსახურების 50-მდე სერვის ცენტრის მომსახურებას მოქალაქეები  სატელეფონო ნომერზე 241 42 42  და ასევე ელექტრონული ვებ გვერდის police.ge საშუალებით შეძლებენ.

მოსახლეობას დისტანციურად შეეძლებათ:

• ჯარიმებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გადამოწმება-მიღება;
• ადმინისტრაციული ჯარიმების გასაჩივრება;
• ქვითრის გადაუხდელობის გამო მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
• ალკოჰოლური სიმთვრალის საფუძველზე მართვის უფლების შეჩერების ჯარიმით შეცვლა;
• ჯარიმაზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნება;
• გადახდილი ჯარიმის სტატუსის შეცვლა;
• ბაზაში კორექტირების შეტანა (ქვითრის დინების ვადის შეჩერება და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოების შეწყვეტა);
• ცნობების მიღება;
• მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმება;
საპატრულო პოლიციის ნებართვებთან დაკავშირებული დისტანციური სერვისები:
• არა გაბარიტული/ზენორმატიული სატრანსპორტო საშუალების მოძრაობაზე ნებართვის მიღება
• გზებზე სამუშაოს წარმოებაზე ნებართვის მიღება;
• სპეცტექნიკის განთავსებაზე ნებართვის მიღება;
• გათხრით სამუშაოებზე ნებართვის მიღება;
• სამშენებლო დამცავი ღობის მოწყობაზე ნებართვის მიღება;
• სპეციალური სიგნალების დაყენება/გამოყენებაზე ნებართვის მიღება;
• სადაზღვევო კომპანიებზე საქმისწარმოების მასალის მიღება;
• რეაგირების ოქმის მიღება;
• საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის საქმისწარმოების მასალის მიღება;
• ვიდეო ჩანაწერის მიღება;
• საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments