Home » მთავარი » შსს – ჩვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

შსს – ჩვენს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კიბერშეტევა განხორციელდა, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, შეტევა აღკვეთა.

გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

x

Check Also

ალეკო ელისაშვილი – დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს და არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების დაბრუნება

დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს არც რიგგარეშე არჩევნები აინტერესებს და არც პლებისციტი, მას უნდა რევოლუცია და ძალაუფლების ...