Home » მთავარი » შტაინმაიერის მადლობა გიორგი კვირიკაშვილს

შტაინმაიერის მადლობა გიორგი კვირიკაშვილს

11 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საუბრის დასაწყისში, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გერმანელი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა, ავღანეთში გერმანიის გენერალურ საკონსულოზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის მოგერიების დროს, ქართველი სამხედროების მიერ გამოჩენილი სიმამაცის გამო. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მადლიერება გამოხატა, თითოეული ქართველი სამხედროს მიმართ, რომელებმაც თავდასხმის მოგერიება და საკონსულოს ყველა თანამშრომლის უვნებლად გადარჩენა უზრუნველყვეს. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი ფაქტები კიდევ უფრო ამყარებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მტკიცე კავშირს.

საუბრის დროს, გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის პოლიტიკურ გუნდს საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. მანვე, პრემიერს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და გერმანიის მთავრობის სახელით, საქართველოს მთავრობას, სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა.

საუბარი ასევე შეეხო, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროულად ამოქმედების მნიშვნელობას. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, იგი არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ეს საკითხი დროულად გადაწყდეს.

სატელეფონო საუბრის დროს, მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს და საქართველო-გერმანიას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ბოლო მონაცემებით კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 746

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 746 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 576 მათ შორის გარდაცვლილი – 12 კარანტინის რეჟიმში – 2966 ...