Home » მთავარი » “ჩაიდინო ასეთი მავნებლობა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ეს სცენარია დიდი ბოროტმოქმედების !

“ჩაიდინო ასეთი მავნებლობა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ეს სცენარია დიდი ბოროტმოქმედების !

ირაკლი ღლონტი

იურისტი, “რეფორმატორების” ლიდერი.

-“SOS ! – სომხეთთან სამხედრო თანამშრომლობა ?!

ბსოლუტურად მიღებელი, გაუმართლებელი და ანტისახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ და მსურს მივმართო მათ, რათა დაუყონებლივ იქნას განმარტებული მიზეზები და შემდეგ გაუქმებულ იქნას საქართველო-სომხეთს შორის სამხედრო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დღეს გაფორმდა თავდაცვის უწყებაში. რათქმაუნდა მივესალმები და პოზიტიურად ვაფასებ მეზობელ ქვეყნებთან საქმიან ურთიერთობებს, მაღალ დონეზე აყვანილ დიპლომატიურ და კომერციულ კომუნიკაციას, თუმცა სომხეთი წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მოკავშირე სახელმწიფოს და თანამშრომლობა სამხედრო თვალსაზრისით მიმაჩნია ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებად.

თავის დროზე მე ასევე ვაპროტესტებდი საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებულ მემორანდუმს საიდუმლო ინფორმაციების გაცვლასთან დაკავშირებით, მაშინაც იგივე საფუძვლით.

თავდაცვის უწყების განმარტება, რომ მეზობელი ქვეყნები ერთად ვიბრძოლებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმაჩნია თვალთმაქცურ განმარტებად. წარმოუდგენელია ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე და ნატოს სტანდარტებზე ორიენტირებული სამხედრო ძალები თანამშრომლობდნენ სომხეთის სამხედრო ძალებთან ტერორიზმის წინააღმდეგ, რომლის ავტორიც სომხეთის მოკავშირე რუსეთის ფერედაციაა. სომხეთი, „დსთ-ს” ქვეყნებთან ერთად იმყოფება ე.წ. კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციაში, რომლის წევრიც გახლავთ რუსეთი. ეს ხელშეკრულება, ცალსახად წარმოადგენს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აქტს. იგი ეწინააღმდეგება საქართველს სახელმწიფო უსაფრთხიოების კონცეფციას, სადაც ნათლად არის დეკლარირებული საქართველოს პრიორიტეტები უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში.

ჩაიდინო ასეთი მავნებლობა საჯაროდ და თან სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, ეს ჩემთვის გაუგონარი სცენარია დიდი ბოროტმოქმედების !

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...