Home » მთავარი » ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურში გადაჰყავთ

ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურში გადაჰყავთ

ბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრები ჯერ ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს, იქიდან კი, ღუდუშაურის კლინიკაში გადაჰყავთ.

ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, პილოტები მძიმედ არ დაშავებულან. ვერტმფრენში ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენები ცოტა ხნის წინ ჩაერთვნენ. ამ დროისთვის ადგილზე 2 ადგილობრივი, 1 აზერბაიჯანული და 1 ბელარუსული ვერტმფრენები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში, ხანძრის შედეგად მცირე კერების ჩაქრობის სამუშაოები ისევ მიმდინარეობს.

სტიქიის ზონას დღეს სავარაუდოდ აზერბაიჯანული სახანძრო ბრიგადა დატოვებს. მათ ბანაკის დაშლა დაიწყეს.

დღეს გაიმართება საგანგებო შტაბის სხდომა, სადაც დეტალური ინფორმაცია გახდება ცნობილი სტიქიის ზონაში ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შესახებ.

Facebook Comments
x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...