Home » მთავარი » „ჩემთვის თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია”

„ჩემთვის თითოეული ადამიანის, თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია”

დავით უთმელიძე დელისის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელისის ქუჩის ამომრჩეველს და ნადარეიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ადგილობრივებს,  ქალაქისა და კერძოდ, საბურთალოს  განვითარებისა და კეთილმოწყობის  მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო და მათი ინიციატივები მოისმინა.

დავით უთმელიძის თქმით, თითოეული ადამიანის საჭიროებას აუცილებლად გაითვალისწინებს დაგამოწვევების დაძლევაზე მუშაობას, ეტაპობრივად,მათთან ერთად დაიწყებს.

„ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის  თითოეული ადამიანის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის აზრი მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა გარდავქმნათ თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად“,- განაცხადა მან.

Facebook Comments
x

Check Also

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალი დაუმძიმდა

მარიამ ახალკაცი ანრი ოხანაშვილზე თავდასხმისთვის დაკავებულს ბრალი დაუმძიმდა. ვახტანგ რობაქიძე ამჟამად სისხლის სამართლის კოდექსის ორი ...