Home » მთავარი » “ჩემი ნებით დავრეკე 112-ში, კანონი კანონია ყველასთვის!” (ვიდეო)

“ჩემი ნებით დავრეკე 112-ში, კანონი კანონია ყველასთვის!” (ვიდეო)

ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საჭიროა მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლება, სანამ თითოეული მოქალაქე არ გაითავისებს, რომ აუცილებელია კანონის პატივისცემა, მანამ ყოველთვის შეგვხვდება კანონდარღვევები.

ლუკა ფეიქრიშვილის პოსტმაც ამით მიიქცია ჩვენ ყურადღება და გვინდა თქვენამდე მოვიტანოთ, რადგან მის მიერ დასმული პრობლემა გვაწუხებს ყველას.

ლუკა ფეიქრიშვილი

-“აქ რომ საბავშვო ეტლით  მოდიოდეს ქალი ან შშმ პირი,  რა უნდა ქნან?
კანონი კანონია ბანკის თანამშრომლისთვისაც და ჩემთვისაც!

მეგობრებო, დღეს 20 წუთის წინ ვმოძრაობდი ფეხით სოლოლაკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალიან მეჩქარებოდა და მივრბოდი ტროტუარზე,ამავე ტროტუარზე იდგა ორი ავტომანქანა რომლებსაც გადაკეტილი ქონდათ ფეხით სასიარულო ტროტუარი,იმ პატარა ადგილში რაც იყო დატოვებული და კარგად ჩანს ფოტო ვიდეო მასალაში ვერ გავეტიე და მკლავი გავარტყი ავტომანქანის სარკეს რომელიც მოიღუნა,გავჩერდი და ჩემი ნებით დავრეკე 112 ვაცნობე დაზიანების შესახებ,მოვიდა საპატრულო პოლიცია რომელმაც არცერთი მანქანის მძღოლი არ დააჯარიმა და შემოიფარგლა სიტყვიერი გაფრთხილებით,ასევე მივიღე მკლავის დაზიანება მეც,ამის შემდეგ მოვიდა ერთ – ერთი ავტომანქანის მძღოლი რომელიც გახლდათ ქალბატონი და თავიდანვე დაიწყო იმით საუბარი რომ ბანკის თანამშრომელია და აქვს საშვი…

პირადად მე არასწორ პარკირებაზე არაერთი ჯარიმა მაქვს გაგახდილი და მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება!!!

საპატრულო პოლიციამ შემახსენა, რომ ერთხელ მაქვს 500 ლარიანი ჯარიმა მარიხუანას პირად მოხმარებაზე და აქვე მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს- მე ვთვლი, რომ მარიხუანის პირადი მოხმარება არ უნდა ისჯდებოდეს არც ჯარიმით და არც არაფრით და აქვე მინდა დავამატო, ახლა რომ მქონდეს მარიხუანა მოვწევედი აქვე ჩემს ოთახში…

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პოლიცია გაფრთხილებული იყო მოსვლამდე რომ ასე მოქცეულიყვნენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამაზრზენად!!!”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...