Home » მთავარი » “ჩემი საქმე არ არის ვერსიები. ჩემი საქმეა სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მინიმალიზება“

“ჩემი საქმე არ არის ვერსიები. ჩემი საქმეა სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მინიმალიზება“

სტიქიის მეოთხე დღის ბოლოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში შემაჯამებელ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით დღის დასაწყისში უფრო პოზიტიური მოლოდინები არსებობდა, თუმცა დღის მეორე ნახევარში კლიმატური პირობები გართულდა. ამის მუხედავად, ის დარწმუნებულია, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

კვირიკაშვილი კომენტარს არ აკეთებს დივერსიის ვერსიასთან დაკავშირებით. “ჩემი საქმე არ არის ვერსიები. ჩემი საქმეა სტიქიის შედეგების მაქსიმალურად მინიმალიზება“ – აცხადებს პრემიერმინისტრი.

Facebook Comments
x

Check Also

მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა სტანდარტები და რეგულაციები, რომელთა დაკმაყოფილება ტურიზმის სექტორში მოქმედ ყველა ...