Home » მთავარი » „ჩვენი სამშობლო“ -მ 82 700 ლარი შემოწირულობა სამი შემომწირველისგან მიიღო

„ჩვენი სამშობლო“ -მ 82 700 ლარი შემოწირულობა სამი შემომწირველისგან მიიღო

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომასაც მოითხოვენ.

„ჩვენი სამშობლო“ თამაზ მეჭიაურთან დაშორების შემდეგ „თოფაძე-მრეწველებთან“ გაერთიანდა და საარჩევნო ბლოკი  „თოფაძე-მრეწველები – ჩვენი სამშობლო“-ც დაარსდა.

მ.პ.გ. „ჩვენი სამშობლოსთვის“ შემოწირულობები 2016 წელს დაიწყო  და 82 700 ლარი შეადგინა. ეს თანხა 13 შემოწირულობისგან დაგროვდა. ამ 13 შემოწირულობას კი, როგორც ოფიციალური მონაცემები გვაჩვენებენ, მხოლოდ სამი სახელი და გვარი აქვს, ანუ პარტიის შემომწირველები ერთი და იგივე ადამიანები არიან, განსხვავებულია მხოლოდ სხვადასხვა დროს შეწირული თანის ოდენობა.

ნათია ბედელაძე, ავთანდილ ჩიტიშვილი და გიორგი ჯოჯიშვილი პარტიის ის შემომწირველები არიან, რომლებმაც საბოლოო ჯამში „ჩვენს სამშობლოს“ 82 700 ლარი დაუგროვეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ საკუთარ ვებგვერდზე აამოქმედა ახალი ვებპორტალი, რომელზეც თავმოყრილია ინფორმაცია 2012 წლიდან პოლიტიკური პარტიების სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებების შესახებ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...