Home » ეს საინტერესოა » „ჩვენი ტრადიციული დაუდევრობითა და ბედოვალათობით, ოკუპანტს ავ საქმეს ვუადვილებთ!..“

„ჩვენი ტრადიციული დაუდევრობითა და ბედოვალათობით, ოკუპანტს ავ საქმეს ვუადვილებთ!..“

ზაზა ჭაია

შიდა ქართლი და არა „სამხრეთ ოსეთი“!

ტელევიზიებიდან, პრესიდნ, პოლიტიკოსებისგან, საზოგადო მოღვაწეებისგან, ხშირად გაიგებთ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტრის თავსმოხვეულ ტერმინს – „სამხრეთ ოსეთი“. თუ ამ ტერმინის გამოყენებისას, „ეგრეთ წოდებულის“ წარმოთქმა არ გვავიწყდება, თავს „ბედნიერად“ ვგრძნობთ. ჩვენი ტრადიციული გულუბრყვილობით, დაუდევრობითა და ბედოვალათობით, ოკუპანტს ავ საქმეს ვუადვილებთ, ხოლო ქართლში, „ოსეთის“ „აღმოჩენით“, შვილების გაოცებას ვიწვევთ.

1922 წლის 22 აპრილამდე, ქართლის გულში, „ოსეთზე“ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. შეცდომაა ქართლის ოკუპირებული ტერიტორიების, სამაჩაბლომდე, საამილახვრომდე ან ქსნის საერისთავომდე დაყვანაც. რუსეთს დღეს ქართლის გული აქვს ამოჭრილი და მას შიდა ქართლი ჰქვია.

ყველა ჩემ მეგობარს, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა, მოკრძალებით ვთავაზობ და ვთხოვ, ლექსიკონიდან ამოიღოს ტერმინი – „სამხრეთ ოსეთი“, „ეგრეთ წოდებულით“ თუ მის გარეშე. აზრი მოვდოთ ყველას და ივანე მაჩაბლის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების სამშობლოს თავის სახელი – შიდა ქართლი ვუწოდოთ ყველგან და ყოველთვის!.

შეხედეთ იკორთას მონასტერს, რომელშიც წმინდანები: ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები განისვებენ, ეს შიდა ქართლია და არა „სამხრეთ ოსეთი“!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სტრასბურგსა და ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. გუშინ, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში ...