Home » F-vews » … ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰყიდიან 30 ლარის გამო…

… ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰყიდიან 30 ლარის გამო…

F-news

გიორგი ფხალაძე

-“მთელი ღამე გავათენე, რადგან ცხოვრებაში პირველად მინდოდა რომ ვყოფილიყავი პირველი ამომრჩეველი. დილით 8-ის ნახევარზე უკვე საარჩევნო უბანზე ვიყავი და ველოდებოდი უბნის გახსნას. ერთი გრძელცხვირა “კახპა” რომელსაც დამკვირვებლის ბეიჯი ეკეთა ჩამიხტა წინ შენზე წინ მე მოვედიო, მეც ამომრჩეველი ვარო. გული დამწყდა, მაგრამ დავუთმე პირველ ამომრჩევლობა.

მივეცი ხმა ყველა წესის დაცვით და გამოვედი უბნიდა.. ეს “გრძელცხვირა კახპაც” გამოვიდა.. შენობის გამოსასვლელ კართან 5 ადამიანი დახვდა მოიკითხა ყველა და ყური მოვკარი მათ საუბარს.. მიდით ხმა მიეცით და მერე მოგცემთო.. ამ საუბარმა ჩემი ყურადღება მიიპყრო და გადავწყვიტე არ წავსულიყავი და ცოტა ხანი თვალყური მედევნებინა მათთვის.. ამ 5 ადამიანს არანაირი ბეიჯები არ ჰქონდათ, ისინი არ იყვნენ არც კომისიის წევრები და არც დამკვირვებლები. ამ “გრძელცხვირა გაწეწილმა კახპამ” უბანზე შეაცილა ხუთივე, ხმის მიცემის მერე კი გამოაცილა.. ყურს ვუგდებდი მათ საუბარს.. ერთს ეკითხება: გუშინ ხომ ჩაგერიცხა თანხა? კი ჩამერიცხა.. ეხლა სხვებს მიუბრუნდა: თქვენ ეხლა მოგცემთ.. დანარჩენებიც 10 საათამდე მოვლენ და ბარემ ყველას ერთად გაგისტუმრებთო.. არსად წახვიდეთო.. ამ დროს კიდევ ორი ადამიანი მოვიდა მიესალმნენ ამ “გაწეწილ გრძელცხვირა კახპას” ეს ორი ადამიანიც შეაცილა უბანზე შემდეგ კი გამოაცილა.. ეხლა უკვე 7 ადამიანს ესაუბრებოდა.. ცდილობდნენ ჩუმად ესაუბრათ, რადგან შემამჩნიეს რომ თვალყურს ვადევნებდი.. ერთმა დაიწუწუნა 30 ლარს რომ გვაძლევთ რას გვეყოფა ცოტა მეტი მაინც მოგეცათო.. ამ ” გაწეწილმა გრძელცხვირა კახპამ” კი როგორც შეგპრდით შემდეგ კვირაში სოციალურიდანაც მოვლენ და მიიღებთ დახმარებასაცო.. კარგა ხანს ვდიე რამდენჯერმე შეიცვალეს ადგილი, მაგრამ არ მოვეშვი.. ვცდილობდი დამენახა მისი ბეიჯი მაგამ საგულდაგლოდ დამალა ქურთუკის ქვეშ.. ვერ გავარკვიე ვისი წარმომადგენელი იყო..

მიჭირს ამის თქმა, მაგრამ ეს არჩევნები ჩემს თვალში არალეგიტიმურია.. ამომრჩეველი მოსყიდულია.. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ.. ამ ქვეყანაში სამართლიან არჩევნებს ვერ ვეღირსეთ.. ძალიან მიჭირს გადმოვცე ემოცია თუ რას ვგრძნობ ახლა.. ამაოა ყველაფერი სანამ ვიღაცეები ხმაში ფულს იხდიან და სანამ არსებობენ ადამიანები, ვინც საკუთარ ხმას ყიდიან.. ჩვენი ქვეყნის მომავალს ჰყიდიან 30 ლარის გამო..

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...