Home » მთავარი » “ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, მაგრამ ჰქონდათ ძალა ღვთისა”

“ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ სიმდიდრე, ოქრო-ვერცხლი, მაგრამ ჰქონდათ ძალა ღვთისა”

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა  ქრისტიანებს სულთმოფენობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
პატრიარქმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ დღეს საქართველო და ქართველი ახალგაზრდობა განსაკუთრებული საფრთხეების წინაშე დგას, მაგრამ დედაღვთისმშობელი დაიფარავს და დაიცავს საქართველოს.
ილია მეორის თქმით, კაცობრიობის წინაშე არსებული პრობლემების მიუხედავად, ჩვენ არ უნდა დავკარგოთ რწმენა და სულიწმინდის მადლი, რომელიც მორჩილებით, თავმდაბლობით და კეთილი საქმეების აღსრულებით მოიპოვება.
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ შევინარჩუნოთ ის სიწმინდე და ტრადიციები, რომელიც ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. მათ არ ჰქონდათ სიმდიდრე, ოქრო, ვერცხლი, მაგრამ ჰქონდათ უფრო დიდი სიწმინდე – ძალა ღვთისა, რომელსაც ჩვენ უფალი გვაძლევდა ღვთისმშობლის შუამდგომლობით. სწორედ ეს სიწმინდე უნდა შევინარჩუნოთ.”- განაცხადა უწმინდესმა.

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...