Home » მთავარი » ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით! საზოგადოების რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი!

ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით! საზოგადოების რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი!

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა შსს-სთან საპროტესრო აქცია –„ძალადობა უნდა დაისაჯოს“ გამართეს. ჩვენ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, უფლებადამცველ ნიკა მემანიშვილს დავუკავშირდით.

-„მოვუწოდეთ შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტროლზე აიყვანოს აღნიშნული საქმე, რათა უსწრაფესად იქნეს გამოძიებული, აგრეთვე მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სამტრედიის პოლიციის უფროსი ნიკა საჯაია. ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში მსგავსი გაქტი რომ მომხდარი არა მხოლოდ პოლიციის უფროსის არამედ სხვა მაღალი ჩინოვნიკების პასუხისმგებლობის საკითხო დადგებოდა. ამის სანაცვლოდ სამტრედიის პოლიციის უფროსი უხეშად და უსირცხვილოდ ესაუბრება ისედაც განადგურებულ ოჯახს, შვილმკვდარ მშობლებს. ასეთი საქციელი ბუნებრივია მიუღებელია და მან აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა, ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოვლად უპასუხისმგებლო განცხადებას, როდესაც იგი საზოგადოებას ადანაშაულებდა თითქოს მიზანმიმართულად ხდებოდა პოლიციის დისკრედიტაცია, სამწუხოროდ 22 წლის ახალგაზრდას გარდაცვალება გახდა საჭირო ,რომ დაიჯეროს ხელისუფლებამ სამართალდამცავ უწყებაში ყველაფერი რიგზე რომ არ არის.

სამწუხაროდ ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია, რომ დემურ სტურუას საქმის გამოძიებას შესაძლოა ხელი შეუშალოს კახა კალაძემ, რომელიც თურმე ნათესაურ კავშირში იმყოფება სავარაუდო მოძალადე პოციელთან. ამ ფაქტს აუცილებლად გადავამოწმებთ და თუ სიმართლე აღმოჩნდება- საზოგადოების რეაქცია იქნება ძალიან მკაცრი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის დრო, როდესაც ზონდერ პოლიციელებს ყველაფერი ეპატიებოდათ. არავის მივცემთ უფლებას წყალს გაატანოს 2012 წლის მონაპოვარი. ჩვენ ამისთვის ნამდვილად არ ვიბრძოდით!“

-შიმშილობის აქციას რომ აპირებდით?

-ვადა მივეცით 3 დღე და თუ არაფერი შედეგი არ იქნება, აუცილებლად დავიყწბთ შიმშილობის აქციას. კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა-დღეს აქციაზე მხოლოდ რუსთავი ორი, პალიტრა ნიუსი და ობიექტივი იყო მოსული. მაინტერესებს სხვა ტელევიზიებისთვის საინტერესო არ იყო 22 წლის ახალგაზრდას გარდაცვალებასთან დაკავშირებული აქცია? თუ სუსმა არ მოგცათ ნება მობრძანებულიყავით? ყოჩაღ! საამაყოა ჩვენი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის საქმიანობა!!!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...