Home » მთავარი » “ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მთავრობა, რომლის უმოქმედობის გამოც ხალხს ტექნიკის შეძენა მხოლოდ განვადებით შეუძლია და მაგასაც ვერ იხდის”

“ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მთავრობა, რომლის უმოქმედობის გამოც ხალხს ტექნიკის შეძენა მხოლოდ განვადებით შეუძლია და მაგასაც ვერ იხდის”

დიდი ხანია მმართველ გუნდს საზოგადოების მაჯისცემა აღარ ესმის და ქართული ოცნების ჩინოვნიკები თავისი მოულოდნელი  განცხადებებით ხალხში გაღიზიანებას, აგრესიას და უნდობლობას იწვევენ. ამჟამად მოსახლეობის რისხვა ეკონომიკის მინისტრმა დაიმსახურა. ქობულიას განცხადებით, მათ არ ჭირდებათ ხალხი, რომელიც კრედიტს მიიღებს იმისთვის, რომ მაცივარი და ტელევიზორი იყიდოს, შემდეგ კი შავ სიაში მოხვდეს.
ქობულიამ საბანკო რეგულაციებში შესაძლო კორექტირების შეტანაზე ისაუბრა და აღნიშნული განცხადებაც სწორედ მაშინ გააკეთა.
მთელი დღის განმავლობაში ტრანსპორტში, ქუჩასა თუ სოციალურ ქსელში საზოგადოების ძირითადი განსახილველი თემა ეს განცხადება გახდა.
მოსახლეობამ ეკონომიკის მინისტრის მისამართით სხვადასხვა ეპითეტი არ დაიშურა.
“შექმენით ისეთი ქვეყანა, რომ კრედიტი არ იყოს საჭირო და აღარავინ აიღებს… საკუთარი კეთილდღეობა ნუ გგონიათ საქართველოს კეთილდღეობა..”
“მაცივარს და ტელევიზორს კი არა, ხალხს ელემენტალური პირობები არა აქვთ, წაართვით ყველაფერი, დააჩოქეთ ერი, ნუთუ არა გრცხვენიათ?” 
“მაშინ მიეცით ხალხს მაღალი ხელფასები და სამსახურები. სულაც არ ჭირდებათ ბანკი… ბანკებმა დააქციეს ეს ხალხი.”
“გაჭირვებული რომ ვარ მაგიტომ მინდა სესხი, რომ რაღაც გავაკეთო ამ დაქცეულ ქვეყანაში, თორემ ხელფასი კარგი რომ ჰქონდეს ხალხს, ჩვენც კი ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ უგუნურებო!”
“საინტერესოა თქვენ რომ გქონდეთ პენსიონერის ან უბრალო ადამიანის შემოსავალი, მაშინაც ასე მასხარად აიგდებდით ჩვენს ხალხს?”
“მართალია, რაც უფრო ნაკლები ადამიანი უყურებს ტელევიზორს, თქვენს სისულელეებს ვეღარ მოისმენს. ან მაცივარი რატომაა საჭირო ტყუილად დენს დაწერს. ხალხს საჭმელი მაინც არ აქვთ და მარტო ყინულებს ხომ არ შეინახავს?”
“ჩვენ არ გვჭირდება ისეთი მთავრობა, რომლის უმოქმედობის გამოც ხალხს ტექნიკის შეძენა მხოლოდ განვადებით შეუძლია და მაგასაც ვერ იხდის.”
ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ახალი რეგულაციები საქართველოში გასული წლის მაისიდან ამოქმედდა.
პროექტის მიხედვით, დაუშვებელია, რომ სესხის გამცემმა ორგანიზაციამ სესხი მსესხებელზე გადამხდელუნარიანობის ზედმიწევნით მოკვლევის გარეშე გასცეს, რაც შემოსავლების, ხარჯებისა და ვალდებულებების დეტალურ ანალიზს გულისხმობს.
მას შემდეგ რაც აღნიშნული რეგულაციები ამოქმედდა, საზოგადოების თითქმის 80% ვეღარ ახერხებს ყოველდღიური მოხმარების ნივთების თუ ელექტროტექნიკის განვადებით შეძენას.

Facebook Comments
x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments