Home » კატეგორიის გარეშე » “ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას…”

“ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას…”

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება პოლიტიკური პარტიების მაქსიმალურად აქტივობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და მეტი აქტივობისაკენ მოუწოდებს მათ, რათა საზოგადოება უფრო მეტად ჩაერთოს ცვლილებების განხილვისა და დისკუსიის პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მათი მოსაზრებები მოისმინა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, პრეზიდენტი მანამდეც ძალიან აქტიური იყო და მომავალშიც აპირებს აქტიურობას, იმისათვის, რომ კონსტიტუცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონია, რომელთანაც ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი ვართ ჩვენი ბედით დაკავშირებული და რომელზეც დაფუძნებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის პერსპექტივა, რომ იყოს მაქსიმალურად გამართული, იყოს დაბალანსებული, იყოს სწორი, ასე ვთქვათ, ღირებულებითი დებულებების მატარებელი. ჩვენ არ ვაპირებთ რაღაც ერთიანი კამპანიის წარმოებას.
ბუნებრივია, ყველას აქვს თავისი გეგმა ამ მიმართულებით და ყველა თავისი გეგმით განახორციელებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, ინტერესი ამ შემთხვევაში რომ მივიღოთ უკეთესი კონსტიტუცია, დაცული უფლებები, უფრო მეტად გარანტირებული სახლემწიფოებრივი უსაფრთხოებისა თუ საერთოდ, სახელმწიფოებრიობის საფუძვლების დაცვა, ბუნებრივია, ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მზად, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი”, – განაცხადა პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ.

Facebook Comments
x

Check Also

“ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი – “ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ” მიმდინარეობს. ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ...