Home » მთავარი » „ჩვენ ვიწყებთ ბრძლას! მოვითხოვთ კონსტიტუცია გახდეს ხალხის უფლებების, უსაფრთხოების და საცხოვრებელი ფართების ხელშეუხებლობის გარანტი!“

„ჩვენ ვიწყებთ ბრძლას! მოვითხოვთ კონსტიტუცია გახდეს ხალხის უფლებების, უსაფრთხოების და საცხოვრებელი ფართების ხელშეუხებლობის გარანტი!“

ალექსანდრე ახალკაცი

უფლებადამცველი

ბოლო 26 წელი, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველო იქცა ვიწრო კლასის ინტერესების შეჯახების პოლიგონად. თავდაპირველად ურთიერთდაპირისპირებულმა ვიწრო წრემ ქვეყანა ომის ქარცეცხლში გახვიეს. შემდეგ ამ, კომუნისტური რეჟიმის დაშლით და ქვეყნის ყვლეფით გამდიდრებულმა ვიწრო წრემ ,,ბანკირებად” მონათვლა გადაწყყვიტეს და საკუთარი კაპიტალის გაზრდა ხალხის ოფიციალური დაყაჩაღებით განაგრძეს.

დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი გასახლებულია საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან და კიდევ ძალიან ბევრს იგივე ელის. საქართველოს მოსახლეობა საკუთარ ქვეყანაში აღმოჩნდა ჩაგრული და მჩაგვრელი ვიწრო წრე დიდი რუდუნებით აგრძელებს ჩვენი ქვეყნის გაპარტახებას და ხალხის საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ქცევას.

ბოლო 25 წელია საქართველოს მმართველ პარტიებს ბანკირები აფინანსებენ და ეს პარტიებიც იძულებულნი არიან მათ სამსახურში იყვნენ და ხალხის წინააღმდეგ წავიდნენ.

სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწვიტეთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ გალაშქრება და მოვითხოვთ საქართველოს კონსტიტუცია გახდეს ჩვენი ხალხის უფლებების, უსაფრთხოების და საცხოვრებელი ფართების ხელშეუხებლობის გარანტი.

ჩვენ ვიწყებთ ბრძლას ამ გაბატნებული კლასის წინააღმდეგ, რომლებმაც მაგლითად:

-2017 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მეტი წმინდა მოგება თიბისი ბანკს აქვს და აღნიშნული ციფრი 183 მილიონს შეადგენს. მას მოსდევს საქართვეოს ბანკი 150 მილიონ 542 ათასი ლარით. 18 589 079 მოგება მიიღო ბაზის ბანკმა, ლიბერთი ბანკის მოგებამ კი 21, 787 69 ლარი შეადგინა. ბანკი ქართუს მოგება 33 037 489 ლარია. VTB ბანკმა კი აღნიშნულ პერიოდში 16 200 794 ლარის მოგება ნახა.
ბოლო 25 წელია ბანკები სრულ პარპაშს და თავაშვებულებას არიან მიცემულნი. ჩვენ ვიწყებთ ისტორიულ ბრძოლას მათ წინააღმდეგ, აუცილებელია კონსტიტუციით განისაზღვროს:
1) საცხოვისი-საცხოვრებელი ფრთი რომელიც იქნება გარანტირებული ყოველი მოქალაქისათვის და რომელსაც ვერცერთი ბანკი და იპოთეკარი ვერ შეეხება.
2) საქართველოს მიწების დიდი ნაწილი გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად, რომელსაც უცხოელებზე ვერ გაასხვისებენ.
3)საბანკო პროცენტი უნდა გახდეს გონივრული და არა ისეთი, რომელიც პირდაპირ მიმართულია ,,წარჩინებული” კლასის საგულაოდ.
4)სახელმწიფომ უნდა გამონახოს სახსრები იპოთეკური ბიზნესით დაზარალებულ მოქალაქეებს მიხედოს, რომლებიც ძირითადად ნოტარიუსთა თაღლითობის ან/და დანაშაულებრივი პროცენტების და ხელშეკრულებების მსხვერპლნი გახდნენ.
5) გაუქმდეს ნოტარიუსთა მიერ არსრულების ფურცლის ამოწერა და ასევე ნულოვანი აუქცინები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ვიწრო წრის კიდევ უფრო გამდიდრებას ემსახურება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ახალი გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტებისთვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აბიტურიენტებს წარმატება უსურვა: „დღეს ვიწყებთ საგამოცდო ...