Home » მედიცინა » ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს

ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს

ჩინეთის ჯანდაცვამ კორონავირუსის  „კოვიდ-19“  შესახებ პირველი კვლევა და სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

სპეციალისტების დასკვნაში ნათქვამია, რომ ახალი კორონავირუსით  ყველაზე დიდი საფრთხე მოხუცებს და იმუნიტეტდაქვეითებულებს ემუქრებათ.   ვირუსით დაავადების მაღალი რისკის ჯგუფში არიან ექიმები და სხვა სამედიცინო პერსონალი.

ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, 70 000-ზე მეტი ინფიცირებულის აღრიცხვის და მათი მდგომარეობის შესწავლის შემდეგ გამოქვეყნდა.

სპეციალისტების მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა 80,9 პროცენტში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, 13,8 პროცენტი არის საშუალოზე მძიმედ,. დაავადებულთა  4,7 პროცენტის მდგომარეობა კი აღმოჩნდა კრიტიკული.

ვირუსით გარდაცვლილთაგან უმეტესობა 80 წელს გადაცილებული პირია.

აღსანიშნავია, რომ  ცხრა წლამდე ბავშვებში აღნიშნული დაავადებით  გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 50  წლამდე ასაკის ინფიცირებულთა შორის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევების რიცხვი 5 %   შეადგენს.

ხოლო 70 წელს ზემოთ რვა პროცენტია.  ვირუსით გარდაცვლილებს შორის უფრო მეტი მამაკაცია, ვიდრე ქალი.

დაავადებებს შორის, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის პაციენტს, პირველ ადგილზეა გულსისხლძარღვთა დაავადებები, შემდეგია დიაბეტი, ქრონიკული რესპირატორული დაავადებები და ჰიპერტონია.

ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსით ამჟამად ინფიცირებულია 72 436 ადამიანი. ვირუსს ემსხვერპლა 1 866 პირი,  12 ათასი კი გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...