Home » მთავარი » ჩინეთში ბიბლიის ონლაინ ყიდვა აიკრძალა

ჩინეთში ბიბლიის ონლაინ ყიდვა აიკრძალა

ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში ბიბლიის გაყიდვა ინტერნეტ-მაღაზიებში  აკრძალა. გამოცემა UCA News-ის ცნობით, ამჟამად ბიბლიის ყიდვა ონლაინ შეუძლებელია, ისეთ დიდ პორტალებზეც კი, როგორიცაა Taobao ან Amazon-ი.

ჩინეთში ბიბლიას მანამდე მხოლოდ ოფიციალურ ქრისტიანულ ეკლესიებში ყიდდნენ, თუმცა ინტერნეტში მის გავრცელებაზე მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში გახშირდა.

ოფიციალური ინფორმაციით ჩინეთში ამჟამად 90 მილიონი ქრისტიანი ცხოვრობს. ჩინეთის ათეისტურმა კომუნისტურმა პარტიამ გასულ საუკუნეში რომის პაპი კათოლიკური ეკლესიის ლიდერად აღ აღიარა. შეიქმნა სპეციალური კათოლიკური ასოციაცია, რომელსაც ასევე აკონტროლებდა ხელისუფლება.

 

Facebook Comments
x

Check Also

ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მარიუშ მაშკევიჩს უმასპინძლა. ...