You are here
ჩინეთში გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული ეკონომიკა მთავარი 

ჩინეთში გამოფენაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია ოფიციალურ ვიზიტად იმყოფება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. კომიტეტის თავმჯდომარე, სიამენში უმსხვილეს საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენას (China International Fair for Investment & Trade) ესწრება, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების ინიციატივით, 18-21 სექტემბერს იმართება. ღონისძიებაზე საქართველოს მოწვეული საპატიო ქვეყნის სტატუსი აქვს მინიჭებული და მისთვის განსაკუთრებული საგამოფენო სივრცეა გამოყოფილი.

ოთარ დანელიამ ვიზიტის ფარგლებში ფუჯიანის პროვინციის გუბერნატორთან ვი ვეიგოსთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.  შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობაში 2017 წელი  იყო უმნიშვნელოვანესი – ხელი მოეწერა შეთანხმებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

გამოფენის ფარგლებში,  მაღალი დონის სამთავრობო შეხვედრების გარდა, გაიმართება ასევე ორმხრივი სესიები კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის და სხვადასხვა ღონისძიება, რაც საქართველო-ჩინეთის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

Comments

comments

Related posts