Home » მთავარი » ჩიტიშვილი: მამაოები ამბობენ, ანაფორებს გავიხდითო და გვერდზე დაგიდგებითო…

ჩიტიშვილი: მამაოები ამბობენ, ანაფორებს გავიხდითო და გვერდზე დაგიდგებითო…

   „ჩვენი სამშობლოს“ ლიდერმა, ზვიად ჩიტიშვილმა, გორში კანდიდატების წარდგენისას განაცხადა, რომ მათ სასულიერო პირების დიდი მხარდაჭერა აქვთ. მისი თქმით, მამაოები ანაფორასაც კი გაიხდიან და მის გვერდით დადგებიან.

-„მამაოები ჩვენს მხარეზე არიან, მე მიხარია, რომ ბევრი მამაო მოვიდა ჩვენს პატრიაში და იძახიან თუ არის საჭიროო, ჩვენ ანაფორებს გავიხდითო და გვერდზე დაგიდგებითო“-განაცხადა ჩიტიშვილმა (სტილი დაცულია)

მან ასევე მოსახლეობასთან მიმართვის დროს აღნიშნა, რომ ოსეთის მხარე მზად არის გამოყოს მიწა და აშენდეს ერგნეთის ბაზარი.

-„მე ჩემს თავს ვთვლი ხიდად“-განაცხადა ჩიტიშვილმა.

რამდენად მიზანშეწონილია პარტიის ლიდერის მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება და რატომ აძლევენ თავს უფლებას სახელმწიფო დონეზე იმოქმედონ?  რას ფიქრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები და უფლებადამცველები სასულიერო პირების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე და ცალკეული პიროვნებების მიერ სახელმწიფო რაკურსში ადგილის დამკვიდრებაზე?

გოგი ლორთქიფანიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „:ჩვენ საქართველოს მოქალაქენი”

-„ასეთი განცხადებები უკიდურესად უარყოფითად აისახება ქართული ეკლესიის იმიჯზე საზოგადოებაში და ვინც ასე მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას მოსახლეობაში და ცდილობს ეკლესია აქციოს მხარედ საარჩევნო პოლიტიკური პროცესში, ასრულებს რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთას, რაც შეეხება ერგნეთის ბაზრობას.. ეს მომენტი ასე ამოგლეჯილად ვერ განიხილება სახელმწიფო პოლიტიკის რაკურსით… თუმცა არანაირი სახელმწიფო ხედვა ამ მიმართულებით არ არსებობს და მთავრია დაიდოს რაიმე სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, დანარჩეი უკვე ტაქტიკის საქმეა.

ალექსანდრე კობაიძე

   უფლებადამცველი

-“ჯერ ერთი, მამაო სასულიერო პირია და პოლიტიკის ან პარტიის წევრი არასდროს გახდება, რადგან მათი წესებიდან გამომდინარე ეს შეუთავსებელია!

მეორეც-რატომღაც მომრავლდნენ პარტიები, რომლებიც ცდილობენ ამათუიმ პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და ეკლესიის მეშვეობით დივიდენდების მოტანას, რაც ვფიქრობ არაა მართებული და მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკოსების სისუსტის ნიშანია, რადგან მათ კარგად იციან, რომ ეკლესია და სამღვდელოება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა და მათ მხოლოდ ერთი საზრუნავი აქვთ  – ეს არის სულიერება და მხოლოდ სულიერება!

ასე რომ, ვურჩევ პოლიტიკოსებს ეკლესიით  მანიპულირებას თავი დაანებონ და საქმეს მიხედონ!”

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ დარეგისტრირდა

10 ივლისს, 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებით (№18/2020) დარეგისტრირდა. Facebook Comments