Home » ეკონომიკა » ცეზარ ჩოჩელი ეთერზეთების წარმოებას იწყებს

ცეზარ ჩოჩელი ეთერზეთების წარმოებას იწყებს

ცეზარ ჩოჩელი ეთერზეთების წარმოებას იწყებს. როგორც ბიზნესმენი „ბიზნესკონტრაქტთან“ აცხადებს, საქართველოში 2 ქარხანა აშენდება, ერთი დასავლეთ საქართველოში, მეორე- აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში.

ცეზარ ჩოჩელის ინფორმაციით, კახეთში მოხდება ვარდის ეთერზეთების წარმოება, დასავლეთ საქართველოში კი ევკალიპტისა და დაფნის.

ქარხნების მშენებლობა სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზახულზე დაიწყება. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამჟამად პარტნიორების მოძიებაზე მუშაობს – მოლაპარაკებები როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ პარტნიორებთან მიმდინარეობს.

“საქართველოში ეთერზეთების წარმოების ტრადიცია არსებობდა, არსებობდა ბაზა და ბაზარი. ბაზარი ძირითადად არის საექსპორტო, ექსპორტი კი ძალიან სჭირდება ჩვენს ეკონომიკას”,- აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.

ჯერჯერობით პროექტის ინვესტიციის მოცულობა უცნობია.

წყარო: businesscontract.ge

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...