Home » მთავარი » ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს

ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს

ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მიიღებს. შეთანხმება თბილისის მერიასა და ფინანსთა სამინისტროს შორის უკვე მიღწეულია.

დღეს კახა კალაძემ და მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართეს და მიღწეული შეთანხმების შესახებ განმარტებები გააკეთეს.

მათი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი ტრანსფერის ხარჯზე იზრდება და როგორც კახა კალაძემ განმარტა, მთლიანობაში თბილისის ბიუჯეტი 880 მილიონამდე იქნება.

დამატებითი თანხა მთლიანად ინფრასტრუქტრულ და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

 

 

Facebook Comments
x

Check Also

ინფორმაცია არასწორად იქნა გაგებული – კომუნიკაციები განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რამე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი“, – ...