Home » მთავარი » ცესკოს თავმჯდომარემ ერთ თვეში 22 ათასი ლარი აიღო

ცესკოს თავმჯდომარემ ერთ თვეში 22 ათასი ლარი აიღო

 

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მიმდინარე წლის ოქტომბერში შრომის ანაზღაურების სახით 22 ათასი ლარი მიიღო.

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ცესკოს თავმჯდომარემ ხელფასიც და დანამატიც გაორმაგებული ოდენობით აიღო. თამარ ჟვანიას ერთი თვის საშუალო ანაღაურება 5500 ლარია. ოქტომბერში თამარ ჟვანიას ხელფასი 11 000 გახდა, დანამატიც – 11 ათასი ლარი.

ხელფასი გაორმაგების და დანამატების გარეშე  ცესკოს თავმჯდომარეს წლის განმავლობაში მხოლოდ ორ თვეში – თებერვალსა და ივლისში აუღია.

თამარ ჟვანიამ იანვარში, მარტში, აპრილსა და ივნისში 11 ათასი ლარი მიიღო. აქედან 5500 ლარი ხელფასია, 5500 კი პრემია, ან დანამატი.

მაისში ცესკოს თავმჯდომარის შრომის ანაზღაურება 9 900 ლარი იყო, აქედან 4 400 ლარი დანამატი.

სექტემბერში ცესკოს თავმჯდომარეს გაორმაგებული ხელფასი ჩაურიცხეს – 11 ათასი ლარი, ამას 5 500 ლარი დანამატი დაემატა. თამარ ჟვანიას წინასაარჩევნო შრომის ანაზღაურებამ 16 500 ლარი შეადგინა.

ცესკოს მიერ „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით, ცესკოში უკვე გაიცა ნოემბრის ხელფასიც. თამარ ჟვანიამ მიმდინარე თვეში შრომის ანაზღაურების სახით  უკვე აიღო 15 766 ლარი.

2016 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თამარ ჟვანიამ 27 500 ლარი აიღო.

წყარო: ნეტგაზეთი

Facebook Comments
x

Check Also

ვიკიპედია – ახალი ოსები — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი)

ვიკიპედია ახალ მონაცემებს აქვეყნებს: ახალი ოსები[2] — სოფელი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, (ლაფანაანთკარის თემი). მდებარეობს მდინარე ...