Home » მთავარი » ცესკო: სიახლე სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვის

ცესკო: სიახლე სმენადაქვეითებული ამომრჩევლისთვის

ცესკო სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს სიახლეს სთავაზობს. ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო-ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ. უსინათლო ამომრჩევლები კი ადაპტირებული ვებ-გვერდის საშუალებით შეძლებენ ინფორმაციის მიღებას. ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის, მობილური ტელეფონის და პლანშეტის საშუალებით. 2017 წლის არჩევნებისთვის, სიახლეა ისიც რომ, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, შეიქმნა ios-ის სესტემაზე მორგებული აპლიკაციაც.ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც, ქართულ ისე აზერბაიჯანულ და ქართულ ენებზე.

მოქალაქეების ინფორმირების მიზნით პროექტი „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ მეორე ეტაპზე გადავიდა. პროექტის მიზანია ამომრჩეველთა მაქსიმალური ინფორმირება.

Facebook Comments
x

Check Also

თითეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული…

პრემიერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მნიშველოვანია, ქვეყანაში გაგრძელდეს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენა, პაციენტების სწრაფი მკურნალობა და ...